ამ ჯერად ოჯახში ასე ვეტყოდი დედოფალ თემაზე - საჭმლის
გამზადებაზე მინდა გესაუბროთ. რატომ ვატარებ განათლებას და საჭმლის გამზადებას ერთმანეთს
- იმიტომ რომ ზოგადად ვისაც ვიცნობ გოგოებს რომლებიც სულ განათლებაში, სამსახურში,
ტრენინგებზე და მოგზაურობებზეა სამზარეულისთვის დიდად არ სცალიათ ხოლმე. ოჯახში კი
ყველაზე მეტად ქალს როგორც დავაკვირდი საჭმლის გამზადებით აფასებენ.
ჩვენი ქორწილის შემდეგ დედა (დედამთილი) როცა სამსახურიდან
ბრუნდებოდა უბნის ქალები ყოველდღე ეკითხებოდნენ შენი რძალი საჭმელს თუ ამზადებსო. ამის
გამო სულ გზას იცვლიდა და მეორე გზით - უფრო შორი მანძილიდან მოდიოდა სახლში. იმიტომ
რომ ქალმა დაიღალა ხალხის ათასი შეკითხვით და მათთვის პასუხის გაცემით.
დედამთილები იქით იყვნენ, უბანში ერთ-ერთი ბიჭი გააჩერეს და ეკითხებოდნენ შენი
ცოლი თუ ამზადებს საჭმელსო, რადგან ახალ დაქორწინებულნი იყვნენ. ესეიგი ამ ხალხს საჭმლის
მეტი სხვა დარდი არაფერი აქვთ.
ადრე მეგონა განათლება ყველაფერზე მაღლა დგას. დაოჯახების
შემდეგ ამ თემაზე ყოველ დღე მესმის რაღაც ცოცხალი ისტორიები. თუ გინდა ხუთი დიპლომი
გქონდეს და მეცნიერი იყავი მაინც ის ქალები რომლებიც ცხოვრებაში ქვაბის და კოვზის გარდა
არაფერი არ უნახავთ შენზე მეტ შეფასებას მიიღებენ. ერთი ორი რძალია მაგალითად ჩვენს
ნათესავებში ყველა მაგათზე ლაპარაკობს - „ცეცხლია“, „რძალი კი არა სტრებიტელია“, „ორ
წუთში შლის სუფრას“, „ყველაფრის გამზადება იცის“ და.სხ. ერთ-ერთ ოჯახში იმდენად შეაქეს
სხვის რძალი რომ თავიანთმა რძალმა ატეხა ამბავი გეყოფათ ამდენიო და დაიღალა სხვის შექების
ისტორიების მოსმენით. ჩემთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს. რაც ვიცი ვაკეთებ რაც არ
ვიცი ვკითხულობ და ვსწავლობ. როცა ახალ დაქორწინებული ვიყავი დედა (დედამთილი) მეუბნებოდა
ნუ გერიდება ნურაფრისო, მე როცა გავთხოვდი კარტოფილის შეწვის გარდა არაფერი არ ვიცოდი
და ვისწავლე. რამეს თუ ვერ გაიგებ მე მკითხეო.
გამოდის, რომ მამაკაცებიც და თვით ქალებიც უმეტეს შემთხვევაში
მაინც უპირატესობას ვანიჭებთ იმას ვინც კარგ საჭმელებს ამზადებს. მე ძალიან იშვიათად
გამიგია რომელიმე დედამთილმა ან სხვებმა თქვან ვიღაცას განათლებული რძალი ჰყავსო. კარგ
საჭმელებს ამზადებს და ცეცხლიაო მაგას ყოველდღიურად იმეორებენ. წარმოიდგინეთ ახლა გოგო
ხვდება ისეთ ოჯახში სადაც ყველა ელოდება, რომ ახლა სასწაულებს ჩაიდენს და გემრიელ საჭმელებს
გაამზადებს. თუ არ გამოუვიდა მერე იწყება ამბავი
და ჭორები. ისევ მივდივართ საკთხის მოვალეობად მიღებაზე. სად წერია და ვინ დაადასტურა
რომ ქალმა უნდა გაამზადოს საჭმელი და თუ არ ამზადებს, რაღაცეები არ გამოსდის მასზე
უნდა იჭორაონ და ეჩხუბონ. იცით რამხელა ფსიქოლოგიური ზეწოლაა ეს ქალზე. ამ ხალხს ერთი
თვისება აქვს დღეს ქორწილია და ხვალ ელოდებიან უკვე რძალმა უნდა გაამზადოს საჭმელი,
ყველაფერი უნდა იცოდეს. არა ვინ არ ფიქრობს იმ მომენტებზე, რომ გოგო თავის მშობლიურ სახლს ტოვებს,
სულ ახალ გარემოში ხვდება, სხვის სახლში გადადის სამუდამოდ საცხოვრებლად, არ იცის სად
რა დევს და როგორ აკეთებენ. ყველა ოჯახს თავისი ტრადიცია აქვს. მაგალითად, ჩვენ კომპოსტოს,
როცა ვამზადებდით სახლში კარტოფილს არ ვურევდით და როცა გავთხოვდი აქ ამიხსნეს ჩვენ
სხვანაირად ვამზადებთო. წარმოგიდგენიათ, ასეთ წვრილმანებზე ოჯახებში წინააღმდეგობები
და ჩხუბები მიმდინარეობს დედამთილებს და რძლებს შორის.
უკვე რამდენიმე გოგოსგან მომისმენია, რომ იძახის რათ
მინდოდა განათლების მიღება რომ მცოდნოდა საჭმლის გამზადებას ვისწავლიდი, ეგეთებს უფრო
აფასებენო. მერე გავაანალიზე, რომ ამ შედეგამდე ზუსტად ზემოთ აღნიშნული შეფასების გამო
მოვიდნენ. კიდევ ერთი საკითხიც ისაა, რომ ჩვენ სულ ვაფასებთ და მოგვწონს სხვები. შორიდან
რომ დაუკვირდე ყველა ქალი აკეთებს მაინც მეტ ნაკლებად სახლში საქმეს. ზოგს დასუფთავება
გამოსდის კარგად ზოგს კი საჭმლის გამზადება. მაგრამ არც ერთი ჩემთვის არ დგას განათლებაზე
მაღლა. იმას კი რ გეუბნებით ქალმა საერთოდ არ უნდა აკეთებდეს არაფერს და მამაკაცებმა
უნდა გაამზადონ საჭმელი. იმას ვიძახი რომ ჯერ ერთი თუ ქალს აქვს სურვილი თვითონ გააკეთებს
და ამას ნუ იკისრებენ როგორც მოვალეობად. მეორეც
განათლებული ქალები სხვანიარად გეგმავენ საოჯახო ამბებს. მათ მიზნები აქვთ განსხვავებული.
ერთია როცა ქალი სახლს ასუფთავებს იმისთვის, რომ სხვებმა თქვან რა კარგი რძალიაო და
მეორეა ქალმა დაასუფთავოს სახლი იმისთვის, რომ სისუფთავე იყოს დაცული სადაც ის და მისი
ოჯახი ცხოვრობს. ორივე შემთხვევაში სახლი სუფთაა, მაგრამ მიზნებია განსხვავებული.
ამ თემაზე დიდი ხანი შეიძლება საუბარი. ბოლოს იმის თქმა
მინდა რომ რაც აქამდე განათლება და პრაქტიკა მივიღე, ვიმოგზაურე და ვისწავლე არც ერთისთვის
დახარჯული დრო არ მენანება. განათლება მირჩევნია ათას საჭმელს. საჭმლის გამზადებას
ქალი 40 წლისაც მოახერხებს და ეგ სულაც არ არის სირცხვილი. ბევრი ქალისგან გამიგია
ფიქრობენ ქალმა თუ არ იცის საჭმლის გამზადება თურმე ეს სირცხვილად ითვლება, მაგრამ
თუ ქალმა არ იცის წერა-კითხვა და არ იცნობს წიგნს საერთოდ - ეგ არ ითვლება სირცხვილად.
არასდროს არ მრცხვენია იმის რაც არ ვიცი და ვცდილობ ვისწავლო. მირჩევნია განათლებულად
ვიცხოვრო, ვიდრე მხოლოდ ქვაბის და კოვზის დანახვით დავასრულო ჩემი ცხოვრება. საჭმლის
გამზადება კარგი რამეა, მე მაგალითად ტკბილეულების გამოცხობა მიყვარს და ვაკეთებ ამას.
ქალებო, გააკეთეთ ყველა საქმე იმ მიზნით რომ ეს გინდათ
და თქვენი სურვილით აკეთებთ. როცა სიყვარული არ ურევია თუნდაც საჭმლის გამზადებაში
ის საქმე არ გამოვა. ძალიან რთული მომენტია როცა სხვა ოჯახში ხვდები და პირველად ამზადებ
რამეს. იმ მომენტს ვერც დედამთილი და ვერც მეუღლე ვერ გაიგებს. ათას კითხვას უსვამ
შენს თავს - ნეტავ თუ მოეწონებათ... ასე რომ ნუ ჭამთ ერთმანეთს სხვის რძლების და დედამთილების
გამო. შეაფასეთ ოჯახში რაც და ვინც გყავთ.
მიიღეთ განათლება აუცილებლად, თუნდაც არ შეაფასონ ეგ
სხვებმა. დამიჯერეთ, განათლებული ქალის მიერ დასუფთავებული სახლის, გამზადებული საჭმელის,
დაუთოვებული ტანსაცმელის და კიდევ უამრავ საქმეს სულ სხვა მიზანი აქვს...ნუ დარდობთ
იმაზე, რომ თქვენს შესახებ არ ამბობენ „ცეცხლიაო, ერთ წუთში სუფრას შლის“...
Комментариев нет:
Отправить комментарий