დაახლოებით ერთი თვის წინ სოციალურ ქსელში ერთ-ერთ ბავშთა
საფენის სარეკლამო გვერდზე შემხვდა პოსტი იმ მამების შესახებ, რომლებიც თავიანთ შვილებს
საფენს უცვლიან. თან კონკურსი იყო რაღაც გაოცხადებული და მამების კომენტარები უნდოდათ
პოსტის ქვეშ რომ დაიწეროს. გავიდა ერთ თვე და პოსტი ისევ ვნახე - სულ 5 კომენტარია
ისიც დედების, მეტი არაფერი.
სულ მესმოდა და დღესაც მესმის, რომ მამაკაცისთვის თავისი
შვილის საფენის გამოცვლა სირცხვილად ითვლება. მიზეზი კი დღემდე ვერ გავიგე.
ერთ-ერთ ნათესავში იყო ასეთი შემთხვევა. მთელი თაობა
წლებია ლაპარაკობს იმაზე, რომ ქმარი უცვლიდა ბავშვს საფენს. ესეც იმიტომ რომ ისინი
საზღვარგარეთ და მარტო ცხოვრობდნენ, თორემ ჩვენს საზოგადოებაში, დედის, მამის, ნათესავების,
მეზობლების და კიდევ უამრავი ხალხის წინ მამაკაცები არ გაბედავდნენ თავიანთ შვილებს საფენი გამოუცვალონ.
საუბარი იმაზე კი არ მაქვს რატომ არ ცვლიან კაცები ბავშვ საფენს ან მათ მიერ
გამოცვლილი საფენი რა იქნება პირიკით გააკრავენ ხოლმე, ისევ ქალებს მოუწევთ შესწორება.
საუბარი ჯერ იმაზე მაქვს რომ ეს რატომ ითვლება სირცხვილად. ათასი მაგალითის მოყვანაა
შესაძლებელი რაც სინამდვილეში უნდა ითვლებოდეს სირცხვილად და არა თავისი შვილისთვის
საფენის გამოცვლა. ვინ შექმნა მსგავსი შეხედულებები არ ვიცი. მაინც საქმე მიდის თავისუფლად
ცხოვრების საკითხამდე. შეიძლება რომელიმე მამას აქვს ამის სურვილი მაგრამ ფიქრობს რომ
რას მეტყვიან, მეგობრები დამცინიან, ნათესავები ჭორაობას დაიწყებენ რომ „ჩმორია“ -
ცოლის ეშინია და ბავშვს უცვლის საფენს. ათასი ვარიანტი გამიგია დღემდე. ისევ სხვის
აზრის, სხვის შეხედულების ზეწოლის ქვეშ ცხოვრება და არა თავისუაფალი არჩევანი.
ქალებიც არ იღებენ ხმას მსგავს თემებზე. ჩემს გარშემო
არ მინახავს ქალი რომელიც ერთხელ მაინც თქვას რომელიმე საკითხზე, რომ ეს რატომაა მხოლოდ
ჩემი მოვალეობა? ჩვეულებრივად არის მიღებული ბავშვის საფენის შეცვლასთან დაწყებული
კიდევ უამრავ საკითხზე დამთავრებული ქალის მოვალეობად. თვითონ ქალებიც თვლიან ამას
სირცხვილად. თვითონ ქალებმა მიიღეს ათასი საკითხი მოვალეობად და შეეგუეს ამას ყოველდღიურ
წეს-ჩვეულებად.
რატომღაც ასეთ მამაკაცებს „ჩმორად“ თვლიან საზოგადოებაში.
თითქოს ბავშვის საფენის გამოცვლა მხოლოდ ქალის მოვალეობაა,ეს დაუწერელ კანონად მიიღეს.
თითქოს ქალს არაფერში არ სჭირდება დახმარება. ქუჩაში ვერ გაივლი ჩაიხანების გამო, სავსეა
უმუშევარი მამაკაცებით ეგ არ ითვლება სირცხვილად. აბა ჰკითხეთ ქალების უმეტესობა სად არიან - ან მინდორში ან ბაზარში ან საზღვარგარეთ. ვისთვის? იმ ბავშვების
მომავლისთვის, რომელიც მამაკაცებისთვის სირცხვილად ითვლება საფენის გამოცვლა.
Комментариев нет:
Отправить комментарий