воскресенье, 6 января 2019 г.

განათლება და საჭმლის გამზადება


ამ ჯერად ოჯახში ასე ვეტყოდი დედოფალ თემაზე - საჭმლის გამზადებაზე მინდა გესაუბროთ. რატომ ვატარებ განათლებას და საჭმლის გამზადებას ერთმანეთს - იმიტომ რომ ზოგადად ვისაც ვიცნობ გოგოებს რომლებიც სულ განათლებაში, სამსახურში, ტრენინგებზე და მოგზაურობებზეა სამზარეულისთვის დიდად არ სცალიათ ხოლმე. ოჯახში კი ყველაზე მეტად ქალს როგორც დავაკვირდი საჭმლის გამზადებით აფასებენ.
ჩვენი ქორწილის შემდეგ დედა (დედამთილი) როცა სამსახურიდან ბრუნდებოდა უბნის ქალები ყოველდღე ეკითხებოდნენ შენი რძალი საჭმელს თუ ამზადებსო. ამის გამო სულ გზას იცვლიდა და მეორე გზით - უფრო შორი მანძილიდან მოდიოდა სახლში. იმიტომ რომ ქალმა დაიღალა ხალხის ათასი შეკითხვით და მათთვის პასუხის გაცემით.
დედამთილები იქით იყვნენ,  უბანში ერთ-ერთი ბიჭი გააჩერეს და ეკითხებოდნენ შენი ცოლი თუ ამზადებს საჭმელსო, რადგან ახალ დაქორწინებულნი იყვნენ. ესეიგი ამ ხალხს საჭმლის მეტი სხვა დარდი არაფერი აქვთ.

ადრე მეგონა განათლება ყველაფერზე მაღლა დგას. დაოჯახების შემდეგ ამ თემაზე ყოველ დღე მესმის რაღაც ცოცხალი ისტორიები. თუ გინდა ხუთი დიპლომი გქონდეს და მეცნიერი იყავი მაინც ის ქალები რომლებიც ცხოვრებაში ქვაბის და კოვზის გარდა არაფერი არ უნახავთ შენზე მეტ შეფასებას მიიღებენ. ერთი ორი რძალია მაგალითად ჩვენს ნათესავებში ყველა მაგათზე ლაპარაკობს - „ცეცხლია“, „რძალი კი არა სტრებიტელია“, „ორ წუთში შლის სუფრას“, „ყველაფრის გამზადება იცის“ და.სხ. ერთ-ერთ ოჯახში იმდენად შეაქეს სხვის რძალი რომ თავიანთმა რძალმა ატეხა ამბავი გეყოფათ ამდენიო და დაიღალა სხვის შექების ისტორიების მოსმენით. ჩემთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს. რაც ვიცი ვაკეთებ რაც არ ვიცი ვკითხულობ და ვსწავლობ. როცა ახალ დაქორწინებული ვიყავი დედა (დედამთილი) მეუბნებოდა ნუ გერიდება ნურაფრისო, მე როცა გავთხოვდი კარტოფილის შეწვის გარდა არაფერი არ ვიცოდი და ვისწავლე. რამეს თუ ვერ გაიგებ მე მკითხეო.
გამოდის, რომ მამაკაცებიც და თვით ქალებიც უმეტეს შემთხვევაში მაინც უპირატესობას ვანიჭებთ იმას ვინც კარგ საჭმელებს ამზადებს. მე ძალიან იშვიათად გამიგია რომელიმე დედამთილმა ან სხვებმა თქვან ვიღაცას განათლებული რძალი ჰყავსო. კარგ საჭმელებს ამზადებს და ცეცხლიაო მაგას ყოველდღიურად იმეორებენ. წარმოიდგინეთ ახლა გოგო ხვდება ისეთ ოჯახში სადაც ყველა ელოდება, რომ ახლა სასწაულებს ჩაიდენს და გემრიელ საჭმელებს გაამზადებს. თუ არ გამოუვიდა მერე იწყება ამბავი  და ჭორები. ისევ მივდივართ საკთხის მოვალეობად მიღებაზე. სად წერია და ვინ დაადასტურა რომ ქალმა უნდა გაამზადოს საჭმელი და თუ არ ამზადებს, რაღაცეები არ გამოსდის მასზე უნდა იჭორაონ და ეჩხუბონ. იცით რამხელა ფსიქოლოგიური ზეწოლაა ეს ქალზე. ამ ხალხს ერთი თვისება აქვს დღეს ქორწილია და ხვალ ელოდებიან უკვე რძალმა უნდა გაამზადოს საჭმელი, ყველაფერი უნდა იცოდეს. არა ვინ არ ფიქრობს იმ  მომენტებზე, რომ გოგო თავის მშობლიურ სახლს ტოვებს, სულ ახალ გარემოში ხვდება, სხვის სახლში გადადის სამუდამოდ საცხოვრებლად, არ იცის სად რა დევს და როგორ აკეთებენ. ყველა ოჯახს თავისი ტრადიცია აქვს. მაგალითად, ჩვენ კომპოსტოს, როცა ვამზადებდით სახლში კარტოფილს არ ვურევდით და როცა გავთხოვდი აქ ამიხსნეს ჩვენ სხვანაირად ვამზადებთო. წარმოგიდგენიათ, ასეთ წვრილმანებზე ოჯახებში წინააღმდეგობები და ჩხუბები მიმდინარეობს დედამთილებს და რძლებს შორის.
უკვე რამდენიმე გოგოსგან მომისმენია, რომ იძახის რათ მინდოდა განათლების მიღება რომ მცოდნოდა საჭმლის გამზადებას ვისწავლიდი, ეგეთებს უფრო აფასებენო. მერე გავაანალიზე, რომ ამ შედეგამდე ზუსტად ზემოთ აღნიშნული შეფასების გამო მოვიდნენ. კიდევ ერთი საკითხიც ისაა, რომ ჩვენ სულ ვაფასებთ და მოგვწონს სხვები. შორიდან რომ დაუკვირდე ყველა ქალი აკეთებს მაინც მეტ ნაკლებად სახლში საქმეს. ზოგს დასუფთავება გამოსდის კარგად ზოგს კი საჭმლის გამზადება. მაგრამ არც ერთი ჩემთვის არ დგას განათლებაზე მაღლა. იმას კი რ გეუბნებით ქალმა საერთოდ არ უნდა აკეთებდეს არაფერს და მამაკაცებმა უნდა გაამზადონ საჭმელი. იმას ვიძახი რომ ჯერ ერთი თუ ქალს აქვს სურვილი თვითონ გააკეთებს და ამას ნუ იკისრებენ როგორც მოვალეობად. მეორეც  განათლებული ქალები სხვანიარად გეგმავენ საოჯახო ამბებს. მათ მიზნები აქვთ განსხვავებული. ერთია როცა ქალი სახლს ასუფთავებს იმისთვის, რომ სხვებმა თქვან რა კარგი რძალიაო და მეორეა ქალმა დაასუფთავოს სახლი იმისთვის, რომ სისუფთავე იყოს დაცული სადაც ის და მისი ოჯახი ცხოვრობს. ორივე შემთხვევაში სახლი სუფთაა, მაგრამ მიზნებია განსხვავებული.
ამ თემაზე დიდი ხანი შეიძლება საუბარი. ბოლოს იმის თქმა მინდა რომ რაც აქამდე განათლება და პრაქტიკა მივიღე, ვიმოგზაურე და ვისწავლე არც ერთისთვის დახარჯული დრო არ მენანება. განათლება მირჩევნია ათას საჭმელს. საჭმლის გამზადებას ქალი 40 წლისაც მოახერხებს და ეგ სულაც არ არის სირცხვილი. ბევრი ქალისგან გამიგია ფიქრობენ ქალმა თუ არ იცის საჭმლის გამზადება თურმე ეს სირცხვილად ითვლება, მაგრამ თუ ქალმა არ იცის წერა-კითხვა და არ იცნობს წიგნს საერთოდ - ეგ არ ითვლება სირცხვილად. არასდროს არ მრცხვენია იმის რაც არ ვიცი და ვცდილობ ვისწავლო. მირჩევნია განათლებულად ვიცხოვრო, ვიდრე მხოლოდ ქვაბის და კოვზის დანახვით დავასრულო ჩემი ცხოვრება. საჭმლის გამზადება კარგი რამეა, მე მაგალითად ტკბილეულების გამოცხობა მიყვარს და ვაკეთებ ამას.
ქალებო, გააკეთეთ ყველა საქმე იმ მიზნით რომ ეს გინდათ და თქვენი სურვილით აკეთებთ. როცა სიყვარული არ ურევია თუნდაც საჭმლის გამზადებაში ის საქმე არ გამოვა. ძალიან რთული მომენტია როცა სხვა ოჯახში ხვდები და პირველად ამზადებ რამეს. იმ მომენტს ვერც დედამთილი და ვერც მეუღლე ვერ გაიგებს. ათას კითხვას უსვამ შენს თავს - ნეტავ თუ მოეწონებათ... ასე რომ ნუ ჭამთ ერთმანეთს სხვის რძლების და დედამთილების გამო. შეაფასეთ ოჯახში რაც და ვინც გყავთ.
მიიღეთ განათლება აუცილებლად, თუნდაც არ შეაფასონ ეგ სხვებმა. დამიჯერეთ, განათლებული ქალის მიერ დასუფთავებული სახლის, გამზადებული საჭმელის, დაუთოვებული ტანსაცმელის და კიდევ უამრავ საქმეს სულ სხვა მიზანი აქვს...ნუ დარდობთ იმაზე, რომ თქვენს შესახებ არ ამბობენ „ცეცხლიაო, ერთ წუთში სუფრას შლის“...

среда, 2 января 2019 г.

სირცხვილიაო...





დაახლოებით ერთი თვის წინ სოციალურ ქსელში ერთ-ერთ ბავშთა საფენის სარეკლამო გვერდზე შემხვდა პოსტი იმ მამების შესახებ, რომლებიც თავიანთ შვილებს საფენს უცვლიან. თან კონკურსი იყო რაღაც გაოცხადებული და მამების კომენტარები უნდოდათ პოსტის ქვეშ რომ დაიწეროს. გავიდა ერთ თვე და პოსტი ისევ ვნახე - სულ 5 კომენტარია ისიც დედების, მეტი არაფერი.

სულ მესმოდა და დღესაც მესმის, რომ მამაკაცისთვის თავისი შვილის საფენის გამოცვლა სირცხვილად ითვლება. მიზეზი კი დღემდე ვერ გავიგე.
ერთ-ერთ ნათესავში იყო ასეთი შემთხვევა. მთელი თაობა წლებია ლაპარაკობს იმაზე, რომ ქმარი უცვლიდა ბავშვს საფენს. ესეც იმიტომ რომ ისინი საზღვარგარეთ და მარტო ცხოვრობდნენ, თორემ ჩვენს საზოგადოებაში, დედის, მამის, ნათესავების, მეზობლების და კიდევ უამრავი ხალხის წინ მამაკაცები არ გაბედავდნენ  თავიანთ შვილებს საფენი გამოუცვალონ.
საუბარი იმაზე კი არ მაქვს  რატომ არ ცვლიან კაცები ბავშვ საფენს ან მათ მიერ გამოცვლილი საფენი რა იქნება პირიკით გააკრავენ ხოლმე, ისევ ქალებს მოუწევთ შესწორება. საუბარი ჯერ იმაზე მაქვს რომ ეს რატომ ითვლება სირცხვილად. ათასი მაგალითის მოყვანაა შესაძლებელი რაც სინამდვილეში უნდა ითვლებოდეს სირცხვილად და არა თავისი შვილისთვის საფენის გამოცვლა. ვინ შექმნა მსგავსი შეხედულებები არ ვიცი. მაინც საქმე მიდის თავისუფლად ცხოვრების საკითხამდე. შეიძლება რომელიმე მამას აქვს ამის სურვილი მაგრამ ფიქრობს რომ რას მეტყვიან, მეგობრები დამცინიან, ნათესავები ჭორაობას დაიწყებენ რომ „ჩმორია“ - ცოლის ეშინია და ბავშვს უცვლის საფენს. ათასი ვარიანტი გამიგია დღემდე. ისევ სხვის აზრის, სხვის შეხედულების ზეწოლის ქვეშ ცხოვრება და არა თავისუაფალი არჩევანი.
ქალებიც არ იღებენ ხმას მსგავს თემებზე. ჩემს გარშემო არ მინახავს ქალი რომელიც ერთხელ მაინც თქვას რომელიმე საკითხზე, რომ ეს რატომაა მხოლოდ ჩემი მოვალეობა? ჩვეულებრივად არის მიღებული ბავშვის საფენის შეცვლასთან დაწყებული კიდევ უამრავ საკითხზე დამთავრებული ქალის მოვალეობად. თვითონ ქალებიც თვლიან ამას სირცხვილად. თვითონ ქალებმა მიიღეს ათასი საკითხი მოვალეობად და შეეგუეს ამას ყოველდღიურ წეს-ჩვეულებად.
რატომღაც ასეთ მამაკაცებს „ჩმორად“ თვლიან საზოგადოებაში. თითქოს ბავშვის საფენის გამოცვლა მხოლოდ ქალის მოვალეობაა,ეს დაუწერელ კანონად მიიღეს. თითქოს ქალს არაფერში არ სჭირდება დახმარება. ქუჩაში ვერ გაივლი ჩაიხანების გამო, სავსეა უმუშევარი მამაკაცებით ეგ არ ითვლება სირცხვილად. აბა ჰკითხეთ ქალების უმეტესობა  სად არიან - ან მინდორში  ან ბაზარში ან საზღვარგარეთ. ვისთვის? იმ ბავშვების მომავლისთვის, რომელიც მამაკაცებისთვის სირცხვილად ითვლება საფენის გამოცვლა.



четверг, 20 декабря 2018 г.

ძილის უფლება...





ამ დღეებში გამახსენდა, რომ ბლოგი მაქვს და დიდი ხანია არ შევსულვარ. გადავწყვიტე ამის მერე რამდენადაც მეხერხება, რა თემაზეც დავწერ ბლოგებს ქართულად დავწერო. დროის ნაკლებობის გამო დიდი ხანია არაფერი არ მიწერია.
წელ ნახევარია, რაც ოჯახი შევქმენი. 10 წლის აქტიური სამუშაო დღის წესრიგის მერე გადავედი ოჯახის, სახლის, ბავშვის მოვლის ამბებზე. სულ დილით სამსახურში მივდიოდი და საღამოს დაღლილი ვბრუნდებოდი. საოჯახო ამბებისთვის არ მეცალა და არც ვაქცევდი ბევრ დეტალს ყურადღებას. არა და რამდენირამ ხდება ჩვენს გარშემო ოჯახებში, ქალებს შორის. რამდენი წესები და დაუწერელი კანონებია ადამიანების მიერ დაარსებული. გადავწყვიტე ბლოგები დავწერო ქალების საოჯახო გარემოს თემებზე. რადგან უამრავი დეტალია ჩემთვის საინტერესო რაც ამ წელ ნახევარში ვნახე და მოვისმინე.
როცა შორიდან ვუყურებთ ყველაფერი ძალიან ადვილად გვეჩვენება. არადა შიგნით როცა შედიხარ იმდენი წვრილმანებია, რომელიც სხვა ალბათ ვერც მიხვდება. ბევრი წესია რომელიც კანონად გადააქციეს თვით ადამიანებმა.  წელ ნახევარმა დრო -  მომცა იმის საშუალება, რომ სამუშაო სფეროს, ტრენინგების, მოგზაურობების გარდა სხვა სფერო, ცხოვრების სხვა კუთხეც გავიცნო და რამდენადაც შემიძლია გავაანალიზო.
ვაკვირდები და ძალიან აშკარად ჩანს რომ ადამიანების უმეტესობა, უფრო მეტად ქალების უმეტესობა თავისუფალი ცხოვრების გრაფიკისგან შორს ცხოვრობს. მაგალითად საოჯახო ცხოვრებაში ერთ-ერთი დაუწერელი კანონია - ქალმა დილის 7 საათზე უნდა ადგეს. ყოველდღიურ დღის წესრიგში ეს ჩვეულებრივი ამბავია და ამას ყველა, თვით ქალებიც კი ჩვეულებრივად იღებენ. თითქოს ასე უნდა იყოს და მორჩა. სანამ ოჯახს შევქმნიდი მაშინაც მაქსიმუმ ცხრის ნახევრამდე მეძინა ხოლმე და როცა ოჯახი შევქმენი მაშინაც ასე ვიღვიძებოდი.
მახსოს ნათესავებიდან ერთ-ერთმა როგორ უთხრა დედას (ამ შემთხვევაში დედამთილს) - „თუ ჩემმა რძალმა დილის 7 საათზე არ ადგა ჩვენ მაგას სახლში ვერ შევაჩერებთო“. მერე იმ ქალმა მე რომ შემხვდა მითხრა დილა უთენია რას გაღვიძებულხარ ძროხებს ხომ არ ძველი. თურმე ადამიანებს რამდენი სახე აქვს და რატომღაც ცდილობენ და უხარიათ სხვის ოჯახებში როცა ქმნიან უსიამოვნებას.
თურმე კარგ რძლად ითვლება ის ვინც დილა უთენია 7 საათზე იღვიძებს. დამიჯერეთ 7 საათზე სიბნელეა და თუ ადგები მაინც უნდა დაელოდო სანამ გათენდება.
ადამიანები თავიანთი ნათქვამებით უბრალოდ ზეწოლას ახდენენ სხვებზე. იმ „ნათესავის“ ნათქვამი სულაც არ იყო უბრალოდ, არც რძალს გააგდებს სახლიდან 7 საათზე თუ არ გაიღვიძა. ოჯახურ ცხოვრებაში ყველას, მეზობლიდან დაწყებული ნათესავებამდე ხელში „დურბინტი“ უჭირავთ და რძალს უთვალთავალებენ, მითმეტეს როცა ახალ დაქორწინებული ხარ - რომელზე გაიღვიძა? საჭმელს ამზადებს? სახლს ალაგებს? ორსულადაა? როდის გააჩენს ბავშვს? - და კიდევ უამრავი შეკითხვები, ჭორები, დისკუსიები და სხვა. ყველა თემაზე ერთ ბლოგში ვერ ისაუბრებ ამიტომ ალბათ თანმიმდევრულად დროის განმავლობაში დავწერ ამ თემებს. ჩემთვისაც ძალზე საინტერესო იყო და არის კიდევაც ამ წვრილმანების გაანალიზება. ვინ მოიგონა ეს დაუწერელი კანონი, რომ ქალმა 7 საათზე უნდა ადგეს მიუხედავად იმისა საქმე აქვს თუ არა. საქმე თუ გაქვს და შენ თუ თვლი საჭიროდ შეგიძლია ადგე, არა იმის გამო რომ ეს ასეა მიღებული.  ახლა სიტუაცია სთხოვს და მეც ვიღვიძებ  დილის 5-6 საათზე რადგან პატარა მყავს და იღვიძება საჭმელად. გართულება არ მაქვს იმაზე რომ 7 საათზე ადგე, გართულება მაქვს იმაზე რომ ეს იძულებულად არ უნდა აკეთოს ქალმა ადამიანების მიერ მიღებული ასე ვთქვათ „საოჯახო წესის“ გამო.
დედა (დედამთილი) სამსახურში მიდის და სულ იღვიძებს 7 საათზე და საჭმელს ამზადებს რომ მთელი დღე სახლში არ იქნება, მე მოვასწრო დანარჩენი საქმეები, თარგმნები და ბავშვის მოვლა. მახსოს მიყვებოდა ახალ გათხოვილი, რომ იყო როგორ იღვიძებოდა და 12 საათამდე ათას ჯერ ჩაიდანს გაათბობდა სანამ ხალხი გაიღვიძებდა და ჩაის დალევდა. მან გადაიტანა ეს პერიოი და ათასი ცოცხალი ისტორია მაქვს მოსმენილი მისგან. როგორც მივხდი თვითონ ქალებმა მიიღეს ეს წესად, რომ ასე უნდა იყოს და ამიტომ ამ თემაზე არავინ არ საუბრობს როგორც  ძილის უფლება და ქალის უფლება. ეს წვრილმანია რაზეც სხვების აზრით შეგიძლია არც ისაუბრო. დედამთილს შეუძლია არც ახლა გაიღვიძოს 7 საათზე და არც მაშინ შეეძლო გაიღვიძებინა როცა თვითონ იყო ახალ გათხოვილი. ძილი ხომ მისი უფლებაც იყო.
ასე რომ ქალებო, ვინც გათხოვდა და მსგავსი შემთხვევა შეხვდა ალბათ გაიგებს მე რისი თქმა მინდა. თუ გათხოვდებით ჯერ „ტურბინტებისთვის“ მზად იყავით. დარწმუნებული ვარ რძლების  უმეტესობა არ იძინებს იმის გამო რომ წესი ასეთია.
აქამდე ქალების უფლებებზე ვინც საუბრობდა სულ მესმოდა რომ ბევრ რამეში მამაკაცებს აბრალებდნენ. მე კი ვფიქრობ თვით ქალები ქმნიან ერთმანეთისთვის ყველაზე დიდ პრობლემას და ზღუდავენ ერთმანეთის თავისუფლებას. თვით ქალებმა მოიგონეს  ეს დაუწერელი კანონები და 7 საათზე დგომები. იმიტომ რომ რაც ვნახე და მოვისმინე სულ დედამთილები და რძლები ხოცავენ ერთმანეთს დილით ადგომის და სხვა უამრავი ოჯახური წვრილმანების გამო. მამამთილის და რძლის კონფლიქტები კი იშვიათად შემხვედრია, თუმცა არსებობს და სხვა ბლოგებზე მაგაზეც დავწერ.
გარწმუნებთ ქალმა რომელიც თავისი გრაფიკი აქვს, ის ყველაფერს ასწრებს. 5 საათზე ამდგარი ქალიც მინახავს საღამოს მაინც არაფერი არ იცვლება მის ოთახში დალაგების კუთხით.
მე გამიმართლა ამ კუთხით, რადგან ძილზე და გაღვიძებაზე პრობლემა არ მაქვს „ნათესავების“ კატალიზატორობის მიუხედავად. შეიძლება დედას (დედამთილს) გულში სურვილი სულ ჰქონდა მისი რძალიც გაიღვიძოს დილის 7 საათზე და სიბნელეში ეზო დაასუფთავოს, მაგრამ არასდროს უთქვამს მსგავსი რამე. მე თუ არა, ჩვენს გარშემო რაც ხდება მაგაზე უნდა ვისაუბროთ ყველა, თორემ ვერაფერს ვერ შევცვლით. ამიტომ ვთვლი, რომ თუ საზოგადოებისთვის გაქვს რამე ნათქვამი, უნდა დაწერო ბლოგი!
ნუ გგონიათ, რომ ასეთ სტერეოტიპებით სავსე საზოგადოებაში რძლობა ადვილი საქმეა. გარწმუნებთ, ქალების საოჯახო ცხოვრებისეული გამოცდა  მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდებზე ათას ჯერ რთულია, რაც აქამდე ყველაზე რთული გამოცდათ ვთვლიდი ჩემთვის!
მე არ ვცდილობ 7 საათზე დგომებით გავხდე „კარგი რძალი“. 8 საათზეც რომ გავიღვიძო საღამოს ჩვენს სახლში არც დაულაგებელი ადგილი და არც ჭუჭღიანი ჭურჭელი არ რჩება. ადამიანებს უბრალოდ შეფასების კრიტერიუმი გვაქვს სხვანაირი. რაც არის შემფასებელი სულ მაგას არ ვაფასებთ და სხვაზე გავრბივართ. მომდევნო კიდევ უამრავი ბლოგი იქნება და მაგ წვრილმანებზე გაგესაუბრებით ისევ.
ცხოვრებაში ერთხელ იბადება ადამიანი და ერთხელ კვდება. წარმოიდგინეთ, რომ დაიბადეთ და მთელი ცხოვრება რაღაც უაზროდ, ადამიანების მიერ მოგონილი წესებით იცხოვრეთ, არც დაიძინეთ, არც იმოგზაურეთ, არც დაისვენეთ, არც გაიცინეთ როგორც გინდათ და სხვა ათასი არცები არსებობს - ისე მოკვდით. თავისუფლება ყველა წვრილმანშია საჭირო, ძილშიც, კვებაშიც, გასეირნებაშიც, ტელევიზორის ყურებაშიც... ბრძოლა და შრომა უნდა ყველაფერს, ადვილად არაფერი არც ინგრევა და არც შენდება...

четверг, 9 февраля 2017 г.


Рыжие буквы на руках


Азербайджанская свадьба в Грузии – что происходит до торжественного дня и белого пышного платья



ქალები, რომლებმაც საზღვარი გადაკვეთეს


სტატია იხილეთ ლინკზე:
 https://jam-news.net/?p=14924&lang=ka

მარნეული...

რუსულ ენაზე:
https://jam-news.net/?p=14900&lang=ru

დიდი ხანია მაინტერესებდა, ასევე მაწუხებდა ეს თემა. გულის ტკივილით და სიყვარულით ვიმუშავე ამ თემაზე. თუ გექნებათ სურვილი წაიკითხეთ ქალების ისტორია, რომლებიც ჩვენს გვერდით ცხოვრობენ...